ცნობილი ესპანელი მსახიობის ანტონიო ბანდერასისა და მელანი გრიფიტის 27 წლის ქალიშვილმა, სტელა ბანდერასმა, საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო. იგი მამასთან ერთად „სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის“ წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა, რაც მისი მხრიდან საკმაოდ იშვიათი საჯარო გამოსვლაა.
სტელამ, რომელიც ჩვეულებრივ ერიდება კამერების წინ ხშირად ყოფნას და უპირატესობას კადრს მიღმა საქმიანობას ანიჭებს, ღონისძიებაზე ელეგანტური, დახვეწილი შავი კაბა მოირგო. მან ვარსკვლავ მამასთან ერთად ფოტოგრაფების წინაშე ღიმილით იპოზირა, რამაც ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

სტელას მშობლები, ანტონიო ბანდერასი და მელანი გრიფიტი 1996 წლიდან 2015 წლამდე იყვნენ დაქორწინებულნი. მიუხედავად დაშორებისა, ყოფილი ცოლ-ქმარი თბილ და მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს და საერთო ქალიშვილს, სტელას, ყოველთვის უჭერენ მხარს.

წყარო: people.com