Digest Logo

„საბჭოთა პერიოდამდე უკრაინა, როგორც სახელმწიფო, არ არსებობდა“ - პუტინი

1684860085
რუსეთის პრეზიდენი ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა, როგორც სახელმწიფო, საბჭოთა მმართველობის დროს შეიქმნა და მანამდე არ არსებობდა.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს მიწები [უკრაინის ტერიტორია] უბრალოდ მოსკოვის სამეფოს ნაწილი იყო. მხოლოდ ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დაიწყო ყველა სახის კვაზისახელმწიფოებრივი წარმონაქმნების ჩამოყალიბება და საბჭოთა მთავრობამ შექმნა საბჭოთა უკრაინა, ეს საყოველთაოდ ცნობილია. მანამდე უკრაინა კაცობრიობის ისტორიაში არასდროს ყოფილა“, - განაცხადა პუტინმა.