საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა კაცმა, რომელიც „ალაჰ აქბარს“ ყვიროდა და დანით იყო შეიარაღებული, ერთ-ერთ სკოლას თავს დაესხა და მასწავლებელი მოკლა. კიდევ რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.
ინციდენტი ქალაქ არასში მოხდა. Le Figaro-ს ცნობით, თავდამსხმელი ჩეჩენი იყო და ის დაკავებულია.
ასევე თავდამსხმელის ძმაც არის დაკავებული. თავდასხმის შემდეგ ქალაქის ყველა სკოლა დაიხურა. მიმდინარეობს გამოძიება.