Digest Logo

„საიუბილეო ტორტი ეშმაკის თაყვანისცემის სიმბოლოებით?“ - მადონას დაბადების დღის წვეულებას კრიტიკის ტალღა მოჰყვა

1787135003
მადონამადონამადონა

პოპ-მუსიკის დედოფალი მადონა, 16 აგვისტოს იუბილარი იყო - მას 68 წელი შეუსრულდა.

დღესასწაულის ამსახველი ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელების შემდეგ, კრიტიკოსებისა და გამომწერების ყურადღების ცენტრში საიუბილეო ტორტი მოექცა.

საზოგადოების ნაწილის შეფასებით, ტორტის ვიზუალი და დიზაინი ეშმაკის თაყვანისცემისა და ოკულტური სიმბოლიკის ნიშნებს შეიცავდა, რამაც სოციალურ ქსელებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

„მუსიკალური დედოფლის“ ირგვლივ მსგავსი სკანდალები ახალი არ არის - მადონა თავისი მრავალწლიანი კარიერის მანძილზე ხშირად იყენებდა პროვოკაციულ და რელიგიურ სიმბოლიკას. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა და კრიტიკის ტალღისა, ვარსკვლავის იუბილე მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში რჩება.

იხილეთ ფოტოგალერეა: