ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ნამსხვრევებს მიაკვლიეს.
ბევრი ექსპერტი წყალქვეშა ნავის გაუჩინარების შემდეგ აცხადებდა, რომ მან შესაძლოა, კატასტროფული აფეთქება განიცადა.
სავარაუდოდ, ავარიის მიზეზი წყალქვეშა ნავის კორპუსის აფეთქება გახდა.
ასეთმა სცენარმა შეიძლება ახსნას ნამსხვრევების აღმოჩენა, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
აშშ-ის სანაპირო დაცვა ადგილობრივი დროით 15:00 საათზე [თბილისის დროით 00:00 საათზე] აღმოჩენილი ნამსხვრევების შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.
მასალა მომზადებული BBC-ის მიხედვით.