Digest Logo

შაკირა ჰოსპიტალიზებულია - „ძალიან ვწუხვარ, რომ სცენაზე ვერ გავალ“

1739795051
შაკირაშაკირა

ყველასთვის საყვარელი მომღერალი შაკირა ჰოსპიტალიზებულია - მომღერალმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს და კვირას, პერუში დაგეგმილი კონცერტი უნდა გადადოს.

ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.

შაკირას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია. თუმცა განაცხადა, რომ იგი მუცლის ტკივილის ჩივილებით არის კლინიკაში მოთავსებული. 

„ძალიან ვწუხვარ, რომ სცენაზე ვერ გავალ. მოუთმენლად ველოდი ჩემს თაყვანისმცემლებთან აქ, პერუში შეხვედრას. იმედი მაქვს, ხვალ გამომწერენ და ჯანმრთელად ვიქნები, რომ კონცერტი ჩავატარო“, - წერს მომღერალი.

წყარო: rustavi2.ge