Digest Logo

შემაძრწუნებელი დანაშაული ათენში: 38 წლის გერმანელ ქალს და მის 43 წლის ბერძენ პარტნიორს 8 თვის ჩვილის მკვლელობაში ედებათ ბრალი - „ცხედარს კოლბაში ინახავდნენ“

1788435736
საბერძნეთისაბერძნეთისაბერძნეთი

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, კიფსელის რაიონში მდებარე ერთ-ერთ ბინაში პოლიციამ 8 თვის ჩვილის ცხედარი აღმოაჩინა, რომელიც სპეციალურ კონტეინერში/ჭურჭელში იყო მოთავსებული.

სამართალდამცველები Airbnb-ის ტიპის საცხოვრებელ ბინაში ქირის გადაუხდელობისა და ნარკოტიკების მოხმარების შესახებ შესული საჩივრის საფუძველზე შევიდნენ. ჩხრეკისას პოლიციელებმა ჩანთაში დამალული ჭურჭელი იპოვეს, რომელშიც ჩვილის ნაშთები ინახებოდა.

ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით დადგინდა, რომ ბავშვი მოკლულია. სამედიცინო ექსპერტების ცნობით, ჩვილს სხეულზე, კერძოდ ზურგის არეში, ცივი იარაღით მიყენებული 10-ზე მეტი ჭრილობა აღენიშნებოდა.

პოლიციამ ადგილზე მყოფი პირები - გერმანიის მოქალაქე 38 წლის ქალი და მისი 43 წლის პარტნიორი, რომელიც საბერძნეთის მოქალაქეა დააკავა. დაკავებული ქალი ამტკიცებდა, რომ ბავშვი მისი შვილი იყო, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა და ცხედარს თან ატარებდნენ, თუმცა ექსპერტიზის დასკვნამ ძალადობრივი სიკვდილი დაადასტურა.

ამჟამად საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოები დნმ-ის ტესტირებას ატარებენ, რათა ბავშვის ზუსტი ვინაობა და დაკავებულებთან მისი გენეტიკური კავშირი საბოლოოდ დაადგინონ. საქმეზე გამოძიება დამძიმებულ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.