Digest Logo

შემზარავი ტრაგედია მექსიკაში: სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გოგო საკუთარმა დედამთილმა მოკლა

1777028824
მექსიკა, მკვლელობა

მსოფლიო მედია მექსიკელი მოდელისა და ინფლუენსერის, კაროლინა ფლორეს გომესის მკვლელობის შოკისმომგვრელ დეტალებზე წერს. 2017 წლის Miss Teen Universe-ის ტიტულის მფლობელი საკუთარ სახლში, მეხიკოს პრესტიჟულ უბანში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს.

რა დააფიქსირეს სათვალთვალო კამერებმა? - გამოძიებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა სახლში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ვიდეომასალაში ჩანს, როგორ შედის კაროლინა საკუთარ ოთახში, მას კი უკან დედამთილი მიჰყვება. რამდენიმე წამში გასროლის ხმა ისმის.

მედიის ცნობით, მკვლელობის შემდეგ დედამთილმა შვილს, კაროლინას ქმარს ცივსისხლიანად განუცხადა:

„მან გამაბრაზა“ და „მან შენ მოგიპარა“.

გამოძიების პირველადი ვერსიით, მკვლელობის მიზეზი ავადმყოფური ეჭვიანობა და ოჯახური კონფლიქტი გახდა.

დედამთილი ვერ ეგუებოდა რძლის გავლენას შვილზე. შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა კაროლინას მცირეწლოვანი შვილიც, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ შეეძინა.

მკვლელობაში ბრალდებული დედამთილი ამ დრომდე მიმალვაშია. პოლიციამ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. სამართალდამცავები ასევე სწავლობენ კაროლინას ქმრის როლს მომხდარში, რადგან არსებობს ეჭვი, რომ მან პოლიციის გამოძახება დააგვიანა, რათა დედას გაქცევის საშუალება ჰქონოდა.