Digest Logo

შვეიცარია მზადაა, ტრამპისა და პუტინის შეხვედრას ორგანიზება გაუწიოს

1736671794
 ტრამპისა და პუტინი

შვეიცარიამ განაცხადა, რომ მზადაა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრას ორგანიზება გაუწიოს, თუ ისინი ამას ითხოვენ. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკოლას ბიდომ 10 იანვარს შვეიცარიული გაზეთ Le Temps-თან კომენტარში განაცხადა.

„ბიურგენშტოკში გამართული [პირველი სამშვიდობო] სამიტის შემდეგ უკრაინა, რუსეთი და შეერთებული შტატები რეგულარულად იყვნენ ინფორმირებულები ჩვენი მზადყოფნის შესახებ, მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ დიპლომატიური ძალისხმევას, მშვიდობის დამყარების მიზნით“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

როგორც გამოცემა Le Temps-ი აღნიშნავს, შვეიცარიის ხელისუფლება არ აპირებს, მოლაპარაკებების ორგანიზებაზე ინიციატივა აიღოს, თუმცა მხარეების თხოვნის შემთხვევაში, ამისთვის მზადაა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ულამაზესი და უსაყვარლესი ოჯახი...“ - ნოე სულაბერიძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

⭕„ხშირად ხვდებით უცნაურ, აუხსნელ სიტუაციებში....“- სამი ნიშანი, რომ ჯადო გაქვთ

⭕„თქვენ უნდა დამეხმაროთ მაქსიმალურად გავრცელებაში...“ - ბარბარა სამხარაძე სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს