Digest Logo

შვეიცარიაში 35-ზე მეტი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები

1795811760
ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

ციურიხის პოლიციის ინფორმაციით, შვეიცარიაში, ციურიხის კანტონში მდებარე A1 ავტომაგისტრალზე 37 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.  ჯაჭვურ ავარიაში სულ 37 სატრანსპორტო საშუალება მონაწილეობდა - 23 მსუბუქი ავტომობილი, 6 მიკროავტობუსი და 8 სატვირთო მანქანა.

სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, ექვსმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, ხოლო ოთხმა - საშუალო სიმძიმის. მაშველებს ერთი ადამიანის მანქანიდან ამოსაყვანად სპეციალური ტექნიკის გამოყენება დასჭირდათ.

ავარიის ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ დადგენილი არ არის და გამოძიება მიმდინარეობს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ გაჩნდა ტორტზე სანთლების ჩაქრობის ტრადიცია?

⭕დანაშაულის შეგრძნება და კარმა – რატომ არ უნდა დავისაჯოთ საკუთარი თავი იმ მოვლენებისთვის, რომელთა შეცვლაც არ შეგვიძლია?

📸 ჰეილი ბიბერი 30 წლის გახდა – ნახეთ, როგორ აღნიშნა მოდელმა დაბადების დღე

✕