გასულ კვირას სიდნეიში, 70 წელს გადაცილებული ქალი რობი უილიამსის კონცერტის მაყურებელი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა, როდესაც მაყურებლები სტადიონს ტოვებდნენ.
გამოცემის ცნობით, კიბეებამდე მისვლის ნაცვლად ქალმა გადაწყვიტა, რომ გასასვლელამდე უფრო სწრაფად მივიდოდა, თუ სკამებს გადააბიჯებდა. მაგრამ მას ფეხი დაუცდა და გადავარდა.
დაშავებული ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. მას თავის ტრავმა ჰქონდა. ექიმებმა ქალი ხელოვნურ კომაში შეიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
უილიამსს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
გასულ კვირას მაყურებელი ასევე ტეილორ სვიფტის კონცერტზე გარდაიცვალა, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში გაიმართა.
23 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი ქვეყანაში რეკორდული სიცხე გახდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 20 პირი დააკავეს
🎥 დღეს ტელევიზიის მსოფლიო დღეა - ამ დღის შემოღება 1996 წელს გაეროს ეკუთვნის
🎥 რას იწვევს თუთიის დეფიციტი ჩვენს ორგანიზმში - გიორგი ღოღობერიძის რჩევები