Digest Logo

🎥 „შესაძლოა, არასწორი დიაგნოზი დაგისვან“ - ზოდიაქოს რომელ ნიშანს ჯანმრთელობის რომელი ზონის მიმართ მართებს ყურადღება?

1792064473
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა, ოქტომბერში ჯანმრთელობის კუთხით მოსალოდნელ ტენდენციებზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება სასუნთქ სისტემას, თირკმელებსა და ენდოკრინულ სისტემას დაუთმო. ასევე, მისივე პროგნოზის მიხედვით, 24 ოქტომბრის შემდეგ შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემის მიმართ მეტი სიფრთხილეა საჭირო.

ზოდიაქოს რომელ ნიშანს რომელი ზონა უსუსტდება? 

ვერძი - თირკმელები, ყელის არე, ენდოკრინული სისტემა. 

კურო - განსაკუთრებული ყურადღება მართებს სამედიცინო შეცდომების მიმართ. შესაძლოა არასწორი დიაგნოზი დაგისვან. სუსტ ზონაშია ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა. 

ტყუპები - ყველაზე სუსტი ზონაა გულ-სისხლძარღვთა სისტემა, თავი დაანებეთ ზედმეტ ნერვიულობას. პრობლემა გადაწყვიტეთ ტვინით და არა გულით. 

კირჩხიბი - სუსტი ზონა ზუსტად ისაა, რაც დაბადებიდან სუსტ ზონად გაქვთ, ეს არის კუჭი და მკერდი. 

ლომი - გისუსტდებათ სასუნთქი სისტემა, ფილტვები, ბრონქები. მოერიდეთ თამბაქოს. 

ქალწული - თქვენი სუსტი ზონაა ყელი, ცივი და გაზიანი სასმელები არ გინდათ! ასევე სწორი ნაწლავიც პრობლემურია. 

სასწორი - მთავარი პრობლემაა თავის ტკივილი, სპაზმი აქვს თქვენს ნერვულ სისტემას. 

მორიელი - იმუნიტეტი ძალიან დაბალი გაქვთ, გისუსტდებათ ლიმფური სისტემა და ტერფების ზონა. გაუფრთხილდით თვალებს. გაციების ალბათობა მაღალია. 

მშვილდოსანი - ვენები თქვენი სუსტი ზონაა, ნუ იდგებით დიდხანს ფეხზე, ჯობს იაროთ. თვალების გადაღლა კატეგორიულად გეკრძალებათ. 

თხის რქა - თქვენი სუსტი ზონაა ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები. ექსტრემალურ ვარჯიშებს მოერიდეთ. 

მერწყული - განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საზარდულს, მენჯ-ბარძაყის ძვალს. ღვიძლსა და კუჭ-ნაწლავსაც ყურადღება მიაქციეთ. 

თევზები - თქვენი სუსტი ზონაა შარდ-სასქესო, რეპროდუქციული სისტემა. ინფექციური დაავადებების ალბათობა მაღალია. 

რედ. შენიშვნა: ეს არის ასტროლოგიური პროგნოზი და არა სამედიცინო დასკვნა. ზოდიაქოს ნიშანი დაავადების რისკს სანდოდ ვერ განსაზღვრავს. ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო:

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 გოგო თუ ბიჭი? - რომელი მშობელი განსაზღვრავს ბავშვის სქესს

⭕„კურიერად მუშაობდა“ - ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში 28 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

🎥 წვიმა, შემოდგომა და გემოვნებიანი მუსიკა - ირაკლი მაქაცარია შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

✕