სიცილიის რეგიონული მუზეუმიდან (MuMe) აღორძინების ხანის მხატვრის, ანტონელო და მესინას ოთხი ნამუშევარი მოიპარეს.
ძარცვა 15 აგვისტოს საღამოს მოხდა, როდესაც იტალიაში ფერაგოსტოს - ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავდნენ. ქურდები მუზეუმში შეიჭრნენ, გვერდი აუარეს განგაშისა და უსაფრთხოების სისტემებს, რის შემდეგაც დაჯავშნილი ვიტრინა გატეხეს.
მძარცველებმა MuMe-დან წაიღეს 1473 წლით დათარიღებული „წმინდა გრიგოლის პოლიპტიქის“ ხუთიდან სამი დაფა, ასევე ორმხრივი ხატი ღვთისმშობლისა და ქრისტეს გამოსახულებით, რომელიც მათ დაჯავშნილი ქეისიდან მოიპარეს.
მუზეუმში აღნიშნეს, რომ ქურდებმა და მესინას ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი ნამუშევრები წაიღეს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ადამიანი მწიფდება ახალი ცხოვრებისათვის...“ - 18 აგვისტოს პროგნოზი მაიას ტომის კალენდრის მიხედვით
⭕„განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕ გარგარის კურკის თვისებები, შემადგენლობა და სარგებელი
წყარო: imedinews.ge