გამოცემა People-ის ცნობით, მეგან მარკლის 82 წლის მამა, თომას მარკლ-უფროსი ბავშვთა პორნოგრაფიის სავარაუდო შენახვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ობიექტი გახდა. სკანდალური მასალები მისმა 60 წლის ვაჟმა, თომას მარკლ-უმროსმა ფილიპინებში, მამის სახლში აღმოაჩინა.
გამოცემა The Sun-ზე დაყრდნობით, თომას მარკლ-უმცროსმა ფილიპინების ქალაქ სეუბუში მდებარე მამის სახლში ოთხი დიდი ყუთი იპოვა, სადაც ბავშვთა პორნოგრაფიის ათასობით, ფოტო და ვიდეომასალა ინახებოდა. მისი თქმით, მასალებს შორის იყო ვიდეოები, სადაც 10-11 წლის გოგონები მონაწილეობდნენ სცენებში. ასევე იქ იყო მამის ძველ მობილურ ტელეფონში აღმოჩენილი 15-წუთიანი ვიდეო და ფოტოები.
აღმოჩენით შოკირებულმა თომას უმცროსმა განაცხადა, რომ მან მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა ფილიპინების პოლიციას, FBI-ს ცხელ ხაზს, აშშ-ის დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ეროვნულ ცენტრს და პენსილვანიის შტატის პოლიციას.
„როდესაც ეს მასალა ვიპოვე, შოკირებული ვიყავი და სხვა გზა არ მქონდა, გარდა იმისა, რომ მამაჩემისთვის მეჩივლა. წლების განმავლობაში ვუვლიდი და ვეხმარებოდი, მაგრამ ეს ახლა მთავრდება... თავი მოტყუებულად, გაბრაზებულად და შეზიზღებულად ვიგრძენი“, - განაცხადა თომას მარკლ უმცროსმა, რომელიც მამას 2022 წელს გადატანილი ინსულტის შემდეგ უვლიდა.
ოფიციალური უწყებების რეაგირება და გამოძიება: The Sun-ის ცნობით, FBI საკუთარ გამოძიებას იწყებს, საქმეში ასევე ჩართულია ფილიპინების ქალთა და ბავშვთა დაცვის სპეციალიზებული ცენტრი. სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას წარმომადგენლებს აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მეგან მარკლი მამამისს 2018 წლის მაისში, პრინც ჰარისთან ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე განუდგა, მას შემდეგ, რაც პაპარაცებთან დაკავშირებული სკანდალი ატყდა. მას შემდეგ მამა-შვილს ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ცხვირს კიდევ ერთხელ გაგიტეხავ...“ - მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის პრესკონფერენცია
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 ოქტომბერს საქართველოში
წყარო: people.com