ჟენევაში გამართულ Sotheby's აუქციონზე ნაპოლეონის ბრილიანტის გულსაბნევი 4,4 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
საფრანგეთის იმპერატორმა გულსაბნევი 1815 წელს, „ვატერლოოს“ ბრძოლის შემდეგ დაკარგა, რომელშიც დამარცხდა და ბრძოლის ველის სწრაფად დატოვებას ცდილობდა. მისი ეტლი ტალახში გაიჭედა და გულსაბნევი პირადი ნივთებიდან ამოვარდა.
ნაპოლეონის გულსაბნევს 13-კარატიანი ბრილიანტი ამშვენებს, რომელსაც გარშემო უფრო მცირე ზომის ძვირფასი ქვები აქვს.
გულსაბნევის ყოფილი მფლობელის და მისი მყიდველის სახელი არ გახმაურებულა.
ხელოვნებათმცოდნეები ამ ნივთის მიმართ დიდ ინტერესს ცოტა ხნის წინ ლუვრის მუზეუმში მომხდარ ძარცვას უკავშირებენ, რომლის შემდეგ იშვიათი ისტორიული სამკაულების მიმართ ინტერესი გაიზარდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ 3 ცვალებადი ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც განსაკუთრებული ბედი აქვთ
🎥 „რატო არ გეზარებათ ამდენი ჩურჩულები...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს მანუ მურღულია
⭕„ანათებ და აკაშკაშებ ყველაფერს...“ - თაკო ჩხეიძის საშემოდგომო სტილი გამომწერების ყურადღებას იპყრობს
წყარო: newshub.ge