Digest Logo

სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ მასშტაბური სისტემური ხარვეზია

1781274491
facebook

საერთაშორისო ვებგვერდ Downdetector-ის მონაცემებით, რომელიც ინტერნეტ-რესურსების მუშაობას რეალურ დროში აკონტროლებს, მომხმარებელთა საჩივრების გრაფიკზე მკვეთრი წითელი პიკი ფიქსირდება. შეტყობინებები ერთდროულად ათასობით მომხმარებლისგან შედის.

მომხმარებლები აქტიურად წერენ სხვა ალტერნატიულ პლატფორმებზე, რომ მობილური აპლიკაცია საერთოდ არ რეაგირებს, ხოლო კომპიუტერული ვერსიიდან შესვლისას ეკრანზე შეცდომის შეტყობინება Error ჩნდება. ძირითადი პრობლემები სამ მიმართულებას უკავშირდება:

აპლიკაციის სრული გათიშვა;
ახალი ამბების ველის (Feed) განახლების შეუძლებლობა;
ანგარიშებიდან, ექაუნთებიდან მომხმარებლების ავტომატური გამოგდება, Log-out.

გლობალური პრობლემა სავარაუდოდ, კომპანია Meta-ს ცენტრალურ სერვერებს უკავშირდება, შესაბამისად, მომხმარებლებს მოუწოდებენ, არ შეცვალონ პაროლები და არ წაშალონ აპლიკაცია, რადგან ხარვეზი მათ მოწყობილობებთან კავშირში არ არის.