Digest Logo

„სუპერმსუბუქ დივიზიონში ყველა დროის საუკეთესოა“ - დანამ უაითი მერაბ დვალიშვილსა და პიოტრ იანზე ისაუბრა

1792913760
 დანა უაითი

დანა უაითი მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი უცვლელი დარჩა. წაგების მიუხედავად, ამერიკელმა პრომოუტერმა შეაქო ქართველი მებრძოლი, მაგრამ დივიზიონის ყველა დროის საუკეთესოდ მისი რუსი მოწინააღმდეგე დაასახელა.

„მერაბი უბრალოდ ამბობდა - ვწუხვარ, ვნანობ. მე ვუპასუხე - მერაბ, გიჟი ხარ?! ეს წარმოუდგენელი ბრძოლა იყო. მან საკუთარი მაქსიმუმი გააკეთა. ვფიქრობ, დვალიშვილს არაფერი აქვს ისეთი, რის გამოც თავი იმედგაცრუებულად უნდა იგრძნოს. ამის საფუძველი არ აქვს. ჩხუბი მართლაც უნაკლო იყო.

დიახ, მერაბი დამარცხდა, თუმცა ეს იყო წარმუდგენელი ბრძოლა! შეხედეთ ფაქტს - მან სხეულში მძიმე დარტყმა მიიღო, თუმცა ჩხუბის გაგრძელება მაინც შეძლო. იანი 61 კილოგრამში ყველა დროის საუკეთესოა? ნამდვილად, საპირისპიროს თქმა ძალიან რთულია“, - განაცხადა UFC-ის პრეზიდენტმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ოქტომბერს საქართველოში

🎥 საბავშვო ევროვიზია 2026-ის გამარჯვებული სომხეთი გახდა

⭕ილია სულამანიძემ ჯვარი დაიწერა - ფოტოები

წყარო: lagazzetta.ge

✕