Digest Logo

თბილი წყალი ლიმონით და უარი ხორცზე - ნაომი კემპბელის მთავარი საიდუმლოებები, რის გამოც 55 წლის ასაკში იდეალურად გამოიყურება

1767340294
ნაომი კემპბელი

დაუჯერებელია, მაგრამ ნაომი კემპბელი 55 წლისაა. ყოველდღიური მოვლის, ვარჯიშისა და დაბალანსებული კვების წყალობით 90-იანი წლების მთავარი ტოპ-მოდელი თავის ასაკთან შედარებით, 20 წლით ახალგაზრდულად გამოიყურება. დღეს მოგიყვებით, რა ეხმარება ნაომის კარგი ფორმის შენარჩუნებაში:

სუპერმოდელის დილა ერთი ჭიქა თბილი წყლითა და ლიმონით იწყება. სპეციალისტების თქმით, უზმოზე თბილი წყალი სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის და შლის ტოქსინებს. ასევე, მოდელი საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად პრობიოტიკებს იღებს.

ყავის ნაცვლად ნაომი ჩაის სვამს, უყვარს მცენარეული ან მწვანე ჩაი. მსუბუქი საუზმის შემდეგ მოდელი იოგას ან პილატესს აკეთებს: დილის ვარჯიშს კომბოსტოს, ჯანჯაფილის, ნიახურის, კიტრისა და მწვანე ვაშლის წვენით ასრულებს.

„მერე შხაპს ვიღებ, არ მიყვარს სურნელოვანი შხაპის გელები, ჩვეულებრივ საბავშვო საპონს ვიყენებ. ასევე, ვიყენებ თვალის კრემს და დამატენიანებელ შრატებს - მთელი დღის განმავლობაში ვატენიანებ არა მხოლოდ სახეს, არამედ სხეულსაც.

ნაომი აცხადებს, რომ პლასტიკურ ქირურგთან მისვლას არ აპირებს, სახეს თავად იმასაჟებს და არც მაკიაჟს იყენებს ბოროტად. როცა გადაღებები აქვს, თან ყოველთვის მიაქვს ნიგოზი, ფინიკი, გარგარი და ბევრი ჩირი, რომ ძალები აღიდგინოს. ნაომის ასევე ჩანთაში ყოველთვის აქვს მინერალური წყალი. „საკუთარ თავზე ვზრუნავ: ვიკვებები კარგად და დაბალანსებულად, არ ვჭამ საკვებს, რომელიც შეიცავს შაქარს და ვსვამ ბევრ წყალს“, - ამბობს მოდელი.

კემპბელი ხორცსაც არ მიირთმევს და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ამ პროდუქტზე უარი თქვა, თავს უფრო მსუბუქად და ჯანმრთელად გრძნობს. ლანჩზე ნაომი სალათს ან ბოსტნეულს ჭამს: „ზოგჯერ მივირთმევ აზიურ კერძს სეიტანს, რომელიც ხორცის გემოთია, მაგრამ სინამდვილეში ხორბლის ცილისგან მზადდება“, - ამბობს კემპბელი.

მოდელი ცდილობს საღამოს რვის შემდეგ არ ჭამოს და სადილს ჩვეულებრივ გამოტოვებს:

„რა თქმა უნდა, თუ საღამოს მეგობრებს შევხვდები, მათთან ერთად ვვახშმობ, მაგრამ ყოველთვის რაღაც მსუბუქს ვირჩევ. არ ვსვამ ალკოჰოლს, მაგრამ ხანდახან შემიძლია დესერტის უფლება მივცე თავს“, - აღნიშნა ნაომი კემპელმა.

გარდა ამისა კემპბელი რეგულარულადაა სპორტით დაკავებული და ვარჯიშობს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

„ბევრი ტკივილი და სიხარულიც გამოვიარე...“ - რას წერს გიორგი გოჩოლეიშვილი 2025 წელზე

⭕„ზღაპრის ასულო“ - შორენა ბეგაშვილის ახალი წელი დუბაიდან

⭕„განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

წყარო: www.beaumonde.ge