დონალდ ტრამპისა და კამალა ჰარისის სატელეფონო საუბრის შემდეგ, ტრამპის საარჩევნო შტაბმა განცხადება გაავრცელა.
„ტრამპმა აღიარა ჰარისის სიძლიერე, პროფესიონალიზმი და გამძლეობა მთელი კამპანიის განმავლობაში, ორივე შეთანხმდა ქვეყნის გაერთიანების მნიშვნელობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 5 ნოემბერს გამართულ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.