თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, ჩანაკალის პროვინციაში ტყის ხანძარი გავრცელდა.
მედიის ცნობით, ხანძრის გამო 6 სოფლიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. საზღვაო ტრანსპორტისთვის დაიკეტა დარდანელის სრუტე.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა (AFAD) განაცხადა, რომ ძლიერი კვამლის შედეგად ოთხი ადამიანი დაზარალდა და მათ მკურნალობა უტარდება.
„საბედნიეროდ, ამ დრომდე მსხვერპლი არ არის“, - აღნიშნა თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა იბრაჰიმ იუმაკლიმ.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 1 100 მეხანძრე და 180 ერთეული სახანძრო ტექნიკაა, რვა თვითმფრინავი და 26 შვეულმფრენი არის ჩართული.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება
🔵 ძლიერი სეტყვა ადიგენში - სტიქიამ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მოუტანა