სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
დაკარგულთა ძებნა რიონისა და ჭანჭახის კალაპოტში და მდინარის კუნძულოვან მონაკვეთებზე, 800 ერთეული მძიმე ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობს.
ამ დროის მონაცემებით, დაკარგულია 5 მოქალაქე.
სტიქიიდან 20 დღის შემდეგ, 28 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. სტიქიის დროს დაღუპულ 3 მოქალაქეს დღეს სოფელ ლაგვანთაში დაკრძალავენ.
ღვარცოფი რაჭაში, შოვში, 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 3 საათისთვის მოვარდა. ამ დრომდე ნაპოვნია სტიქიის შედეგად დაღუპული 28 ცხედარი. დაკარგულია 5 ადამიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
„ჩვენს ცხელ ქუჩებში მოსიარულე ხალხსაც მოუხდებოდა ასეთი რამ“ - რას წერს გოგა ჩანადირი