Digest Logo

უკრაინა მსოფლიო ბანკის გრანტის ფარგლებში 1,3 მლრდ აშშ დოლარს მიიღებს

1731133632
 ყალბი 100 დოლარიანი

უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ბობ სომმა საგრანტო შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ეს გრანტი ქვეყანამ „უკრაინის სახელმწიფო ხარჯების მხარდაჭერა ქვეყანაში მდგრადი შენარჩუნებისთვის“ პროექტის ფარგლებში მიიღო. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

პროექტის მიზანია უკრაინაში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ნაწილობრივი კომპენსაცია. პირველ რიგში, საუბარია სოციალურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე.

ტრანშიდან 10,8 მლნ აშშ დოლარს უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტი უახლოეს მომავალში მიიღებს.

ცნობისთვის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან პროექტის, PEACE in Ukraine-ს დახმარებით უკრაინამ 28 მლრდ. აშშ დოლარი მიიღო და 1,4 მლრდ დოლარი საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის მოიზიდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

უნალექო ამინდი და სითბო - როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში

⭕„საოცარი გოგო ხარ, საოცარ ფორმაში“ - თიკა ფაცაციას ახალი ფოტოები

წყარო: newshub.ge