Digest Logo

უკრაინაში ფრანგი ფოტორეპორტიორი ანტონი ლალიკანი დაიღუპა

1759572599
უკრაინელი ჟურნალისტი

უკრაინაში ფრანგი ფოტორეპორტიორი, 37 წლის ანტონი ლალიკანი დრონებით თავდასხმას ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციისა და საფრანგეთის პროფკავშირები მომხდარის გამოძიებას ითხოვენ.

მედიის ცნობით, ლალიკანი დონბასში დაიღუპა, მასთან ერთად დაშავდა უკრაინელი ჟურნალისტიც.

ფოტორეპორტიორის დაღუპვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც.

საფრანგეთის პრეზიდენტმა დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა.