Digest Logo

უკრაინელ ქალს ბრალი წაუყენეს პოლონეთში ამანათის გაგზავნის მცდელობისთვის, რომელშიც ბომბი იყო მოთავსებული

1755172608
ბომბიბომბი

2024 წლის ივლისში, უკრაინელმა ქალმა, კურიერის საშუალებით, სცადა, პოლონეთში გაეგზავნა ამანათი, რომელშიც კუმულიატური მუხტის მქონე ბომბი იყო მოთავსებული. ასაფეთქებელი მოწყობილობა ნიტროგლიკოლის, სამხედრო დეტონატორებისა და ალუმინის ფხვნილისგან შედგებოდა.

ეს ინფორმაცია პოლონეთის შინაგან საქმეთა უსაფრთხოების სააგენტომ (ABW) დაადასტურა.

ამანათი ლოძის (ცენტრალური პოლონეთი) რეგიონში, საკურიერო კომპანიის საწყობში აღმოაჩინეს.

გამოძიება ჩაატარა პოლონეთის შინაგან საქმეთა უსაფრთხოების სააგენტომ (ABW), კატოვიცეს ეროვნული პროკურატურის ზედამხედველობით. დადგინდა, რომ ბრალდებული კრისტინა ს. მოქმედებდა სამ მამაკაცთან ერთად, რომელთაგან ერთი უკრაინის, ორი კი რუსეთის მოქალაქეა. ეჭვმიტანილთაგან ორს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, დანარჩენების მიმართ კი საქმის წარმოება გრძელდება.

კრისტინა ს.-ს, აფეთქების პირდაპირი საფრთხის შექმნისთვის, რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.