Digest Logo

ვანგას წინასწარმეტყველება - რა ელის კაცობრიობას მომავალში?! როდის განადგურდება დედამიწა?!

1634116363
ვანგა წინასწარმეტყველი

ცნობილი ბულგარელი ნათელმხილველი ვანგა ოსმალეთის იმპერიაში, ბულგარელი გლეხის ოჯახში დაიბადა. დღემდე მისი წინასწარმეტყველება ნამდვილ ლეგენდად არის ქცეული და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სამი წლის ასაკში დაკარგა დედა - პარასკევა, ხოლო ძალიან მალე (მიმდინარეობდა პირველი მსოფლიო ომი) მამაც გაიწვიეს ომში. ვანგა თურქმა მეზობელმა შეიფარა, რომელიც მას სამი წლის ასაკამდე ზრდიდა.

ვანგას წინასწარმეტყველების დაწყების თარიღად 1941 წელს ასახელებენ.

„დადგება დრო, როდესაც დედამიწაზე აღარ იქნება ტყუილი. არ იქნება ქურდობა და ძალადობა, შეწყდება ომები. დედამიწაზე მცხოვრებლები შეიცნობენ სიცოცხლის ფასს და გაუფრთხილდებიან მას“

1990 წელს, მან იწინასწარმეტყველა, რომ 1999 ან 2000 წელს „კურსკი“ წყალში ჩაიძირებოდა და მას ბევრი ადამიანი დაიტირებდა. 2000 წლის 12 აგვისტოს რუსული ატომური წყალქვეშა ნავი „კურსკი” ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში ჩაიძირა. დაიღუპა მთელი ეკიპაჟი – 118 ადამიანი. მთელი რუსეთის მასშტაბით გლოვა გამოცხადდა.

ვანგას ბევრი წინასწარმეტყველებანი ჰქონდა ომის შესახებაც. მეორე მსოფლიო ომი თითქმის პირადად იწინასწარმეტყველა. მასთან სტუმრად იყო ჩასული ჰიტლერიც, რომელსაც ცუდი მომავალი უწინასწარმეტყველა. ვანგა 1996 წლის 11 აგვისტოს გარდაიცვალა, ის საკუთარი სახსრებით აგებულ ტაძრის ეზოში დაკრძალეს.

ახლა ვნახოთ რას გვიწინასწარმეტყველებს ვანგა, რომელიც 2016 წლიდან იწყება და 3005 წელს სრულდება....

2016 - ევროპა თითქმის უკაცრიელი გახდება, მოსახლეობის დემოგრაფია შესამჩნევად დაიწევს.

2018 - მსოფლიოს ახალი ზესახელმწიფო ჩინეთი იქნება. 2023 - ოდნავ შეიცვლება დედამიწის ორბიტა. 2025 - ევროპა ჯერ კიდევ მცირედ დასახლებულია. 2028 - ენერგიის ახალი წყაროს შექმნა (როგორც ჩანს, ეს არის კონტროლირებადი თერმობირთვული რეაქცია). შიმშილი თანდათან დამარცხდება. სტარტს აიღებს პილოტირებული კოსმოსური ხომალდი ვენერისკენ. 2033 - პოლარული ყინულების დადნობის შედეგად, გაიზრდება მსოფლიო ოკეანის დონე. 2043 - მსოფლიო ეკონომიკა ყვავის, ევროპაში მუსლიმანური სახელმწიფო იბატონებს. 2046 - შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ორგანოს გამოყვანა, ორგანოების შეცვლა მკურნალობის ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდად იქცევა.

2066 - მუსლიმანურ რომის წინააღმდეგ აშშ სპეციალურ იარაღის ახალ სახეობას გამოიყენებს, რომელსაც კლიმატის მკვეთრი შეცვლა მოჰყვება. 2076 - უკლასო საზოგადოება (კომუნიზმი). 2084 - ბუნების აღდგენა 2088 - ახალი ავადმყოფობა - დაბერება რამდენიმე წამში. 2097 - სწრაფი დაბერება დამარცხებულია. 2100 - ხელოვნური მზე დედამიწის ბნელ მხარეს გაანათებს. 2111 - ადამიანები კიბორგებად იქცევიან 2123 - ომები მცირე სახელმწიფოებს შორის. ზესახელმწიფოები არ ჩაერევიან 2125 - უნგრეთში მიიღებენ სიგნალებს კოსმოსიდან, რითას მსოფლიო ვანგას გაიხსენებს. 2130 - კოლონიები წყლის ქვეშ, უცხოპლანეტელთა რჩევების დახმარებით. 2164 - ცხოველებს ნახევრად ადამიანებად გადააქცევენ. 2167 -მსოფლიოში დაინერგება ახალი რელიგია. 2170 - იქნება დიდი გვალვები. 2183 - კოლონია მარსზე ბირთვულ სახელმწიფოდ გადაიქცევა და დედამიწისგან დამოუკიდებლობას მოითხოვს 2187 - შესაძლებელი გახდება 2 დიდი ვულკანის ამოფრქვევის გაუვნებელყოფა 2201 - მზეზე შენელდება თერმობირთვული პროცესები. აცივდება. 2256 - კოსმოსური ხომალდი დედამიწაზე ახალ საშინელ დაავადებას შემოიტანს. 2262 - თანდათანობით იცვლება პლანეტების ორბიტები. მარსს კომეტა ემუქრება. 2288 - დროში მოგზაურობა. ახალი კონტაქტები უცხოპლანეტელებთან. 2299 - საფრანგეთში პარტიზანული მოძრაობა დაიწყება ისლამის წინააღმდეგ. 2480 - ორი ხელოვნური მზე ერთმანეთს დაეჯახება. 3005 - ომი მარსზე 3797 - აპოკალიფსი დედამიწაზე. დედამიწა განადგურდება და აღარ იარსებებს...

✅აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე

🔵ზოდიაქოს ნიშნები, რომლებისაც ვანგას ეშინოდა~

🔵 ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელსაც COVID-19 არ შეხვდება

🔵როგორ გაუმწარა ცხოვრება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ჯოზეფ კეიმ და რატომ დაკარგა ნათელა პატარკაციშვილმა საკუთარი და - უცნობი ამბავი

წყარო: intermedia.ge