როდესაც ფიქრობთ ადამიანებზე, რომლებმაც ცურვა არ იციან, ალბათ თვალწინ წარმოგიდგებათ პატარა ბავშვები, რომლებსაც საცურაო სამკლავურები აქვთ გაკეთებული. თუმცა, ზრდასრულების გაოცებით დიდ ნაწილს არასდროს უსწავლია წყალზე ტივტივი - მათ შორის იმ ვარსკვლავებსაც კი, რომლებსაც საკუთარ ვილებში გიგანტური აუზები აქვთ. იქნება ეს წყლის შიში თუ უბრალოდ ის, რომ ამისთვის დრო არასდროს გამოუნახავთ, გადაავლეთ თვალი ამ გალერეას და გაიგეთ, რომელი ცნობილი ადამიანები უფრო „ჩაიძირებიან“, ვიდრე იცურავებენ.
მომღერალი - რიანა
მიუხედავად იმისა, რომ იგი კარიბის ზღვის აუზში, წყლით გარშემორტყმულ კუნძულზე დაიბადა, R&B მომღერალი წყალში ფეხსაც კი არ დგამს. ამაში მას ხელს ერთი უცნაური შიში უშლის...
მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას საშინლად აშინებს ზღვის ბინადართა დანახვა ან იმის განცდა, რომ წყალში რაღაც ფეხზე შეეხება.

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ოპრა უინფრი
2011 წლამდე ოპრა უინფრიმ ცურვა არ იცოდა და წყლის ეშინოდა. იმ წელს იგი ცურვის გაკვეთილებზე ჩაეწერა, თუმცა დღემდე გაურკვეველი რჩება, ისწავლა თუ არა მან ცურვა საბოლოოდ.

მსახიობი - სანდრა ბულოკი
ამბობენ, რომ სანდრა ბულოკმა ცურვა არ იცის, რადგან წყლის შიში მას შემდეგ განუვითარდა, რაც ტბაში გადავარდა და თავი კლდეს მიარტყა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მოგვიანებით მან აკვალანგით ყვინთვა ისწავლა - ამაში მას ფილმ „წინადადებაში“ შესრულებული როლი დაეხმარა, სადაც საათობით წყალში ყოფნა უწევდა.

რეპერი - სნუპ დოგი
ცნობილია, რომ რეპერმა ცურვა არ იცის და 2000 წელს ამის შესახებ სიმღერაც კი დაწერა, სახელწოდებით I Can't Swim. სიმღერაში ასეთ ტექსტს შეხვდებით: „წყალი მეზიზღება. ცურვა არასდროს ისწავლია, ძირს დამიშვით! ფეხზე ხელი გაუშვით! წყალი მეზიზღება! ცურვა არ ვიცი!“
