Digest Logo

„ველოდებით, როდის წამოვალთ... გუშინაც ველოდებოდით, მაგრამ აქ ვართ“ - ქაბულში მყოფი ქართველი

1629279496
ემიგრანტი

ავღანეთში ამ დროისთვის საქართველოს 16 მოქალაქე რჩება. ლევან ჯანგირაშვილი „ფორმულას“ უყვება, რომ არ იციან როდის შეძლებენ ქვეყნის დატოვებას.

როგორც ის ამბობს, ელოდნენ, რომ თურქული კონვოი გააცილებდათ, თუმცა ეს ვერ შედგა.

„რაც შეეხება გეგმებს, სავარაუდოდ, ვაპირებთ აეროპორტთან ახლოს ბაზასთან გადასვლას და იქიდან უკვე შევეცდებით აეროპორტში შეღწევას“, - ამბობს ჯანგირაშვილი.

18 აგვისტოს გვიან ღამით უნგრული მხარის დახმარებით საქართველოს 6 მოქალაქე ქაბულიდან თბილისში ჩამოფრინდა.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოქალაქეების ევაკუაცია გართულებულია.

ამ დროისთვის ქვეყნის 34 ადმინისტრაციული ცენტრიდან 23 რადიკალური დაჯგუფების ხელშია. არსებული საფრთხის გამო, აშშ-მა საკუთარი საელჩოდან პერსონალის ევაკუაცია დაიწყო, რომელთა უსაფრთხო გამოყვანისთვის აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყანაში ხუთი ათასზე მეტი სამხედროს გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, 15 აგვისტოს„თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულზე შეტევა დაიწყო. ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა.