Digest Logo

ვენსან კასელი და ტინა კუნაკი ერთმანეთს დაშორდნენ - „ცოლ-ქმარმა ინსტაგრამზე ერთმანეთის ყველა ფოტო წაშალა“

1680853102
თინა კუნაკი

ერთ-ერთი გახმაურებული ქორწინებიდან 5 წლის თავზე, ფრანგი მოდელი ტინა კუნაკი და მსახიობი ვენსან კასელი ერთმანეთს დაშორდნენ.

🔵 „შეგიძლია, შენი ხელთათმანი მომცე? მინდა, შენნაირი მეკარე გამოვიდე“ - პატარა ფანის თხოვნა მამარდაშვილს

ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს.

ამავე წყაროს მიხედვით, წყვილის ინსტაგრამზე ერთმანეთის ფოტოები აღარ იძებნება, რაც მათ ეჭვებს დაშორების შესახებ უფრო ამყარებს. 

რა გახდა წყვილის დაშორების მიზეზი უცნობია, თუმცა - დასავლური ბულვარული მედია აქტიურად განიხილავს მიზეზად ვენსან კასელის მხრიდან ღალატს.

უფრო კონკრეტულად კი საუბარია;

ორი თვის წინ პარიზში სტივენ ჰოპკინსის სერიალის, „კავშირის“ პრემიერა გაიმართა, სადაც მთავარ როლებს ევა გრინი და ვენსან კასელი თამაშობენ.

მედიას არ გამორჩენია ის ფაქტი, რომ წითელ ხალიჩაზე მსახიობები როგორ ვნებიანად პოზირებდნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ.

ცნობისთვის, ვენსენსა და ტინას 5 წლიანი ქორწინება აკავშირებდათ, მათ საერთო 3 წლის ქალიშვილი ჰყავთ. 

რაც შეეხება თავად ცოლ-ქმარს, დაშორების შესახებ ცნობებზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

ვენსან კასელის ინსტაგრამის გვერდი - ტინას ფოტოები, ნამდვილად აღარ იძებნება

ტინა კუნაკის ინსტაგრამის გვერდი - არც აქ იძებნება ვენსანთან საერთო ფოტოები.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„კვარას თვალებში ცეცხლი ანთია“ - „ნაპოლის“ ოფიციალური გვერდი ხვიჩას ფოტოს აქვეყნებს

🎥 უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის უკანასკნელი ვიდეო, რომელიც ახლახან სოციალურ ქსელში გავრცელდა

🔵„ორი კვირაც არ გასულა ჩემო ჯამლეტ. როგორ გაგეხარდა ჩემი ნახვა“ - რას იხსენებს მორის ჯანაშვილი ჯამლეტ ხუხაშვილის ბოლო შეხვედრის დღიდან