ქართველი ჟურნალისტი და კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის ქართველ-ებრაელი მომღერალი მორის ჯანაშვილი, რომელმაც გარდაცვლილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
„ორი კვირაც არ გასულა ჩემო ჯამლეტ. როგორ გაგეხარდა ჩემი ნახვა, ისე ალაპარაკდი რით გესიამოვნებინათ შენ და ევას აღარ იცოდით.
ნუთუ ბოლო შეხვედრა უნდა ყოფილიყო ჩვენო უფროსო ძმაო?! ნათელში იყოს შენი ერთგული სული ჩემო ჯამლეტ! ჩვენ კი სანამ ვიქნებით ვერ დაგივიწყებთ!!!“, - წერს მორის ჯანაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „კარგი წყვილი იქნებოდით“ - ანრი ჯოხაძის და ბაბი კირკიტაძის ვიდეო, რომელმაც საზოგადოება აალაპარაკა