ამერიკელი რეპერი ნიკი მინაჟი თეთრი სახლის პრესმდივნად შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებული ხუმრობის გამო ყურადღების ცენტრში მოექცა.
როგორც გამოცემა Nacionale წერს, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა, სტივენ ჩუნგმა, სოციალურ ქსელ X-ზე რეპერთან საუბრის ვიდეო გააზიარა და დაწერა: „ქალბატონებო და ბატონებო, ვფიქრობ, თეთრი სახლის ახალი პრესმდივანი ვიპოვეთ!“
პოსტს თეთრი სახლის ოფიციალური ანგარიშიც გამოეხმაურა და თვალების ემოჯი დაურთო, რამაც სოციალურ ქსელში ვარაუდები გააძლიერა. თავად მინაჟმა კი პოსტს ამერიკის დროშისა და სიცილის ემოჯებით უპასუხა.
ნიკი მინაჟი 25 ოქტომბერს დონალდ ტრამპთან ერთად მიჩიგანში გამართულ ღონისძიებაზე გამოჩნდა. რეპერმა პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადა, დადებითად ისაუბრა მის ეკონომიკურ პოლიტიკაზე და შუალედური არჩევნების წინ რესპუბლიკელი კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ღონისძიების დროს ტრამპმა მინაჟის გარეგნობაც შეაქო. თუმცა, არც პრეზიდენტს და არც თეთრ სახლს არ განუცხადებიათ, რომ რეპერს პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზეს.
ხუმრობა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც თეთრი სახლი ქეით ზაქარიამ 5-დღიანი მუშაობის შემდეგ სკანდალურად დატოვა.