
რუსეთის სახელმწიფო არხის თანამშრომელმა მარინა ოვსიანიკოვამ ამავე არხზე საინფორმაციო გამოშვებაში ომის საწინააღმდეგო პლაკატით შეჭრამდე ვიდეომიმართვა ჩაწერა:
„ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, დანაშაულია. რუსეთი სახელმწიფო აგრესორია და ამაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ ადამიანს ეკისრება და ეს არის ვლადიმერ პუტინი.
მამაჩემი უკრაინელია, დედაჩემი - რუსი. და ისინი არასდროს ყოფილან მტრები. ეს ყელსაბამიც ჩემს კისერზე სიმბოლოა იმის, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ეს ძმათა მკვლელი ომი და ჩვენი მეგობრული ერები კიდევ შეძლებენ შერიგებას.
სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდი სახელმწიფო არხზე. დაკავებული ვიყავი კრემლის პროპაგანდით, რისთვისაც ახლა ძალიან მრცხვენია. მრცხვენია იმის გამო, რომ ტელეეკრანიდან სიცრუეს ვაჟღერებდი. მრცხვენია, რომ რუსი ხალხის ზომბირებას ვუწყობდი ხელს, ვავრცელებდი ტყუილს.
2014 წელს, როდესაც ეს ყველაფერი იწყებოდა, არ გამოვედით მიტინგზე, როდესაც კრემლმა ნავალნი მოწამლა. უხმოდ ვადევნებდით თვალს ამ ანტიჰუმანურ რეჟიმს. და ახლა მთელმა მსოფლიომ ზურგი შეგვაქცია. ჩვენი შთამომავლების კიდევ ათი თაობა ვერ ჩამოირეცხავს ამ ძმათა მკლველი ომის სირცხვილს. ჩვენ, რუსები, ჭკვიანი ხალხი ვართ. მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია გავაჩეროთ ეს სიგიჟე. გამოდით მიტინგებზე, არაფერი მოხდება. მათ არ შეუძლიათ ყველა ერთად დაგვაპატიმრონ“, - განაცხადა მარინა ოვსიანიკოვამ.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„ჩვენი ჟურნალისტი დაჭრეს... რეანიმაციაშია, დაჭრილია ორივე ფეხში“ - რას წერს ნანა საჯაია