
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კრემლი ტელეგრამ არხზე ავრცელებს.
„კრემლში შეხვედრისას მთავარსარდალმა მოისმინა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის მოხსენება საბრძოლო კონტაქტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ და განაცხადა, რომ რუსული მხარე შეწყვეტს ყველა სამხედრო მოქმედებას 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე“, - აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში.
როგორც კრემლის განცხადებაშია აღნიშნული, რუსული მხარე იმედოვნებს, რომ უკრაინული მხარე მიჰყვება რუსეთის მაგალითს.
„გვჯერა, რომ უკრაინული მხარე ჩვენს მაგალითს მიჰყვება. ამავე დროს, ჩვენი ჯარები მზად უნდა იყვნენ მოიგერიონ მტრის მიერ ზავის და პროვოკაციების, შესაძლო, დარღვევები“, - აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
⭕„აი, მესმის სილამაზე...“ - ევა ბარბაქაძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს
წყარო: newshub.ge