Digest Logo

ყაზახეთში მომხდარი ფემიციდი - ისტორია, რომელმაც საზოგადოება შეძრა

1712745420
სალტანატ ნუკენოვა

რამდენიმე დღეა, რაც სოცქსელის ყველა პლატფორმაზე, ყაზახეთში მომხდარი საზარელი ფემიციდის უამრავი კადრი ვრცელდება, ამ შემთხვევამ საზოგადოება შეძრა.

ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, კუანდიკ ბიშინბაევმა,  ცოლს, სალტანატ ნუკენოვას სიკვდილამდე სცემა.

სასამართლოს მსვლელობისას, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს, პროკურატურამ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლიდანაც დასტურდება, რომ ბიშინბაევი ცოლს რეგულარულად ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

კუანდიკ ბიშიმბაევი ცოლის მკვლელობისთვის,  2023 წლის 9 ნოემბერს დააკავეს. 

შემთხვევა რესტორანში მოხდა. პოლიციამ ბიშიმბაევის ცოლის, სალტანატ ნუკენოვას სხეული იპოვა.

ქალს თავის არეში მიყენებული ჭრილობები აღმოაჩნდა. რესტორანი წყვილის დაკვეთით იყო დაკეტილი, მკვლელობის მომენტში შენობაში მხოლოდ ცოლ-ქმარი და პერსონალი იმყოფებოდა.

გამოძიების ინფორმაციით ბიშიმბაევი არაფხიზელ მდგომარეობაში დააკავეს.

ოჯახის წევრების თქმით, ნუკენოვა სასტიკად იყო ნაცემი და სხეულზე „მთელი ადგილი არ ჰქონდა“ შერჩენილი.

გარდაცვლილის მეგობრების თქმით ბიშიმბაევი ცოლზე წარსულშიც ფიზიკურად მუდმივად ძალადობდა.

ნუკენოვა ცემიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა, ამ პერიოდში ბრალდებულმა რამდენიმე ადგილას დარეკა, ერთ-ერთი აბონენტი ნათელმხილველი აღმოჩნდა, რომელმაც როგორც ბიშინბაევი ამბობს არასწორი რჩევა მისცა და უთხრა, რომ მისი მეუღლე მალე გამოკეთდებოდა.

„ტიკ-ტოკ“ პლატფორმაზე ვრცელდება ვიდეოები, რომელიც წყვილის რესტორნიდან გამოსვლის და კამათის მომენტს ასახავს.

@nastasi28949 как же больно на это смотреть #салтанатнукенова💔спинашадевочка😓 ♬ оригинальный звук - nastasi28949

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕🎥 „ეს ქალი ყველაფერია“- ნოე სულაბერიძე და ორნელა მუტი, შეხვედრა ლეგენდასთან

„ჩემმა კლასელებმა იცოდნენ, რომ რაღაცით საცოდავი ვიყავი და ეს მზარავდა“ - რას ჰყვება სალომე ლემონჯავა

🎥 „დღეს ფორტუნა თქვენ მხარესაა, შესაძლოა მიიღოთ საჩუქრები“ - 10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის