გროზნოს სასამართლომ კოლონიაში ხუთ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა ჩეჩენი აქტივისტების იანგულბაევის დედას, ზარემა მუსაევას, რომელიც დამნაშავედ ცნო თაღლითობის და პოლიციელის მიმართ ძალადობის გამოყენების მუხლებით.
2022 წლის იანვარში ჩეჩენი პოლიციელები შეიჭრნენ პენსიაზე გასული მოსამართლის საიდ იანგულბაევის ნიჟნი ნოვგოროდის ბინაში და ჩეჩნეთში ძალით წაიყვანეს მისი მეუღლე ზარემა მუსაევა. პოლიციამ განმარტა, რომ მათ მუსაევას დაკითხვაზე დაიბარეს 2019 წლის ზაფხულში გროზნოში ვინმე მადინა ასიმოვას მიერ ჩადენილი თაღლითობის საქმეზე. მუსაევა უარყოფდა ასიმოვასთან ურთიერთობას.
ჩეჩნეთში მუსაევას პირველად 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პოლიციელის შეურაცხყოფის მუხლით მიუსაჯა. შემდეგ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თითქოსდა ის თავს დაესხა უბნის ოფიცერს, რომელიც ოქმს ამზადებდა და „ლამის თვალი ამოთხარა“, - აცხადებდა ჩეჩნეთის ხელმძღვანელი, რამზან კადიროვი. მოგვიანებით, მუსაევას ასევე ბრალი წაუყენეს თაღლითობაში. უფლებადამცველმა ცენტრმა „მემორიალმა“ მუსაევა პოლიტპატიმრად აღიარა.
მუსაევას ვაჟმა და „წამების წინააღმდეგ მებრძოლი გუნდის“ ჩრდილოეთ კავკასიის ფილიალის ყოფილმა ადვოკატმა აბუბაკარ იანგულბაევმა არაერთხელ განაცხადა, რომ დაპატიმრების წელიწად-ნახევრის განმავლობაში დიაბეტით დაავადებული დედის ჯანმრთელობა გაუარესდა.
მისი თქმით, მუსაევას მხედველობა გაუარესდა, ზურგის ტკივილი პროგრესირებს, რის გამოც ის ვერ გადის სასეირნოდ.
მუსაევას დაცვამ მოითხოვა მისი ჯანმრთელობის გამოკვლევა ჰოსპიტალიზაციის საკითხის გადასაჭრელად, რადგან მწვავე ჰიპერტონიული კრიზისების დროს მან გონების დაკარგვა დაიწყო. სასამართლომ ეს ოფიციალური მიზეზების გამო უარყო.
მუსაევას ვაჟმა და „წამების წინააღმდეგ მებრძოლი გუნდის“ ჩრდილოეთ კავკასიის ფილიალის ყოფილმა ადვოკატმა აბუბაქარ იანგულბაევმა არაერთხელ განაცხადა, რომ დაპატიმრების წელიწად-ნახევრის განმავლობაში დიაბეტით დაავადებული დედის ჯანმრთელობა გაუარესდა. მისი თქმით, მუსაევას მხედველობა გაუარესდა, ზურგის ტკივილი პროგრესირებს, რის გამოც ის ვერ გადის სასეირნოდ.
მუსაევას დაცვამ მისი ჰოსპიტალიზაციის საკითხის გადასაჭრელად პატიმრის ჯანმრთელობის გამოკვლევა მოითხოვა, რადგან მწვავე ჰიპერტონიული კრიზისების დროს მან გონების დაკარგვა დაიწყო.
სასამართლომ ფორმალური მიზეზების გამო ეს მოთხოვნა უარყო.
ზარინა მუსაევას სასამართლო პროცესს გროზნოში წინ უძღოდა დიდი აჟიოტაჟი.
4 ივლისის დილით უცნობმა პირებმა სასტიკად სცემეს გროზნოს აეროპორტიდან ჩეჩნეთის დედაქალაქისკენ მიმავალი „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი ელენა მილაშინა და ადვოკატ ალექსანდრ ნემოვი. იგი ზარემა მუსაევას ადვოკატია და მას ზარემა მუსაევასთვის, სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების პროცესში უნდა მიეღო მონაწილეობა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვინ ვინ არის“ მეორე სეზონის გამარჯვებული ფასკუნჯი გახდა - ვის ჰქონდა ფასკუნჯის ნიღაბი მორგებული
🎥 ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე საბერძნეთში მოგზაურობიდან მორიგ კადრებს გვიზიარებენ
წყარო: www.radiotavisupleba.ge