
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ ხალხს მიმართავს. ზელენსკი TWITTER-ზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ქართველ ხალხს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის.
„გასაოცარი ქართველი ხალხი, რომელსაც ესმის, რომ მეგობრებს უნდა დაუჭიროთ მხარი! მადლობა ყველას თბილისსა და სხვა ქალაქებში, ვინც გამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ. მართლაც, არის დრო, როდესაც მოქალაქეები არ არიან მთავრობა, მაგრამ არიან მთავრობაზე უკეთესი“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
Incredible Georgian people who understand that friends must be supported! 🇬🇪🇺🇦 Grateful to everyone in Tbilisi and other cities who came out in support of Ukraine and against the war. Indeed, there are times when citizens are not the Government, but better the Government.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 25, 2022