![პოლიტიკოსი ანი წითელაძე პოლიტიკოსი ანი წითელაძე](https://digest.ge/uploads/files/2021/04/17/11682/ani-tsiteladze_w_h.jpeg)
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ განაცხადა, რომ მისი პარტია დანიელსონის 5 პუნქტიან დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, რადგან პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების თემა არ არის მკაფიო.
„კრისტიან დანიელსონის 5 პუნქტიან დოკუმენტს ხელს არ მოვაწერთ და ჩვენი პარტიის პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად ცხადი. პარტიაში ყველა ვიზიარებთ ამ პოზიციას. ჩვენთან ითქვა და პარტიამ ამაზე გააკეთა განცხადება, რომ იქ, სადაც პოლიტპატიმრების თემა არ არის მკაფიო, იქ, სადაც ვადამდელი არჩევნების თემა არ არის მკაფიო, ხელს არ მოვაწერთ. ეს ჩვენი და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების პოზიციაა, ამიტომ სრულად ვიზიარებთ“- განაცხადა ანი წითლიძემ.