Digest Logo

🎥 „ბატონი ბიძინას დაბრუნება პოლიტიკაში, ეს არის დიდი სიხარული და ბედნიერება ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის...“ - იმედა კახიანი

1707160181
იმედა კახიანი და ბიძინა ივანიშვილი

„ბატონი ბიძინას დაბრუნება პოლიტიკაში, ეს არის დიდი სიხარული და ბედნიერება ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. თუ, ვინმეს რაიმე სასიკეთო შეუძლია გააკეთოს ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ბიძინა ივანიშვილი პირველ რიგში...“,- ამის შესახებ მსახიობმა იმედა კახიანმა, გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ სტუმრობისას განაცხადა. 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს ქვეყნისთვის. მან ასევე, პირდაპირ ეთერში რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა. 

„ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ არ ჩართულიყო რუსეთ-უკრაინის ომში, მე არსად არ დამინახავს, რომ ხელისუფლებას ომში ჩართვისაკენ მოეწოდებინა“, - ამბობს იმედა კახიანი. 

ცნობისთვის, 2023 წლის 30 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ ყრილობაზე ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა და მან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის პოსტს დაიკავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:  

⭕🎥 ტოჩინოშინმა სპორტული კარიერა დაასრულა - ემოციური კადრები თმის მოჭრის ცერემონიალიდან

⭕„უმრავლესობას მაინც მე ვგონივარ“ - ნანიკო ხაზარაძე დედის ფოტოს აქვეყნებს

⭕„ასე გამოიყურება ჩემი კანი უმაკიაჟოდ...“- რა ფოტოს აქვეყნებს მარიტა მელიქიშვილი