Digest Logo

„ჩემს თავს ნამდვილად ვხედავ პოლიტიკაში, მე ვჭირდები მმართველ გუნდს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, საქართველო ყოველთვის მიიწევდეს წინ“ - ლაშა ტალახაძე

1726250744
ლაშა ტალახაძე

„ჩვენ, სპორტსმენებმა, რაც არ უნდა კარგი ვაკეთოთ და წარმატებას მივაღწიოთ, სამწუხაროდ, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენ მიმართ უარყოფითად არიან განწყობილები“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ.

„როდესაც დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებაზე გვაქვს საუბარი, ყველა ადამიანს აქვს უფლება, პირად ცხოვრებაში ნაბიჯი გადადგას, იქნება ეს პოლიტიკა, თუ სხვა. ჩემს თავს ნამდვილად ვხედავ პოლიტიკაში, მე ვჭირდები მმართველ გუნდს და თითოეული ჩვენგანი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, საქართველო ყოველთვის მიიწევდეს წინ - ეს არის ჩემი მთავარი გეგმა. მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის ეს ნაბიჯიც“, - აღნიშნა ლაშა ტალახაძემ.

„ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ 10 სექტემბერს საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. ლაშა ტალახაძე საარჩევნო სიის მეშვიდე ნომერია.