
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვანის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქალაქ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამ უმძიმეს წუთებში გულითად სამძიმარსა და გულწრფელ თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.