Digest Logo

გიგა ბოკერია: ახლა ყველაზე მოკლე გზა არის იყოს ის ატმოსფერო, რომელიც იყო უკრაინაში მაიდნის დროს, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ

1676098514
გიგა ბოკერია

„ახლა ყველაზე მოკლე გზა არის იმხელა უპირატესობის მოპოვება 2024-ში რომ იყოს ის ატმოსფერო, რომელიც იყო უკრაინაში მაიდნის დროს, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, 2024 წლის არჩევნებისთვის მზად უნდა იყვნენ იმ ატმოსფეროს შესაქმნელად, რომელიც იყო უკრაინაში. 

„მეც ვუშვებ და დიდ საფრთხეს ვხედავ, რომ ამ ტიპის რეჟიმმა გაწიოს წინააღმდეგობა კვლავ და სცადოს არ მიღება მარცხი არჩევნების. ჩვენ ვნახეთ 2020 წელს, რომ მანიპულაციებით მოგებული წაგებულით შეცვალეს. ეს სრულად რეალისტურია რომ ასე მოხდეს. მაგრამ ყველაზე უფრო მოკლე გზა ახლა როგორც ჩანს არის იმხელა უპირატესობის მოპოვება 2024-ში ბევრად მეტის ვიდრე 2020-ში იყო, რომ ამის გაკეთება იყოს ძალიან ძნელი და თუ მაინც გარისკავს მაგ მომენტისთვისაც იყოს ის ატმოსფერო, რომელიც იყო უკრაინაში მაიდნის დროს, ეს არ არის სასურველი, მაგრამ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად.“- აღნიშნა გიგა ბოკერიამ.