Digest Logo

გიორგი დოხტურიშვილი: დიდი პატივი და შესაძლებლობაა - ვემსახურო ჩვენს ულამაზეს თბილისს, სამგორის რაიონს და ჩვენს უბანს - მესამე მასივს, სადაც გავიზარდე. გამოწვევებთან ერთად წინ ბევრი გამარჯვება გველოდება

1755332938
გიორგი დოხტურიშვილი

„დიდი პატივი და შესაძლებლობაა - ვემსახურო ჩვენს ულამაზეს თბილისს, სამგორის რაიონს და ჩვენს უბანს მესამე მასივს, სადაც დავიბადე და გავიზარდე“, - წერს სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი დოხტურიშვილი სოციალურ ქსელში.

იგი მადლობას უხდის „ქართული ოცნების“ გუნდსა და მხარდამჭერებს, თანადგომისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის.

„განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ,,ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს” და პირადად კახი კალაძეს, გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოჯახს, მეგობრებს და თითოეულ ადამიანს თანადგომისთვის.

გამოწვევებთან ერთად წინ ბევრი გამარჯვება გველოდება, რომელსაც ერთად აუცილებლად მივაღწევთ!“, - წერს დოხტურიშვილი.