
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია სრულიად საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, აღნიშნული ინფორმაცია მას გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილმა მიაწოდა.
„გიული ალასანია შეხვდა პატრიარქს, მიაწოდა სრული ინფორმაცია მისი შვილის მდგომარეობის შესახებ. ამიტომ, როცა ამბობენ, რომ მან ბევრი რამ არ იცის და არ არის საქმის კურსში, არის ტყუილი. პატრიარქმა იცის ყველაფერი. დეტალურად არის ინფორმირებული მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობისა და რისკების შესახებ პატრიარქი" - განაცხადა ხერხეულიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ილია მეორესთან შეხვედრას ესწრებოდნენ პატრიარქის მოსაყდრე შიო და მისი მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი.