Digest Logo

გოგა ხაინდრავა სალომე სამადაშვილზე: ქაჯი და არარაობა - როგორ ზუსტად აღწერა საკუთარი პორტრეტი საჯარო პოლიტიკაში

1680935043
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ლელოს“ დეპუტატ სალომე სამადაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ქაჯი და არარააობა უწოდა.

„ქაჯი და არარაობა - სალომე სამადაშვილი. სააკაშვილის, ადეიშვილის, მერაბიშვილის, ახალაიების მეგის ქარდავას და კასტილიანი კაცის თანამოაზრე, გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილების, თეთრაძის მკვლელობის თანამონაწილე, "ენმ"-ს კადრი 20-წლიანი სტაჟით... ქაჯი და არარაობა! როგორ ზუსტად აღწერა საკუთარი პორტრეტი საჯარო პოლიტიკაში. ესეთ გამჭვირვალობას დეპუტატ სამადაშვილისგან არ ველოდი“, - წერს გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში Twitter-ში.