Digest Logo

ლაშა ტალახაძე საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გადადებაზე: ვუფრთხილდებით ჩვენს მოქალაქეებს, იყო რაღაც რისკები და თავი შევიკავეთ

14/12/2024 • 18:27
ლაშა ტალახაძე

„ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს მოქალაქეებს, იყო რაღაც რისკები და ჩვენ გავუფრთხილდით თითოეულ მათგანს“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლაშა ტალახაძემ პარლამენტთან ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ღონისძიება გადადებასთან დაკავშირებით.

მან ღონისძიებისთვის შეკრებილ ადამიანებს მადლობა გადაუხადა.

„ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნდოდა, რომ დღევანდელი დღე ერთად გვეზეიმა, დიდი მადლობა. დღეს იქნება თუ ხვალ, ჩვენი ქალაქი აუცილებლად განათდება და ახალ წელს ყველა ერთად ვიზეიმებთ. ამას ვერავინ წაგვართმევს, ნამდვილად. რა თქმა უნდა, ვუფრთხილდებით ჩვენს მოქალაქეებს ზედმეტი პროვოკაციებისგან. იყო რაღაც რისკები, თავი შევიკავეთ და გავუფრთხილდით თითოეულ მათგანს“, - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.