
„იწყება საკომიტეტო განხილვები კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ უკვე დავაანონსეთ - ეს არის კანონის გამკაცრება ნარკორეალიზატორების მიმართ“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი პასუხისმგებელია მომავალი თაობის ჯანსაღ გარემოში გაზრდაზე, ამიტომ ნარკორეგულაციების გამკაცრება უალტერნატივოა.
„რა თქმა უნდა ჩვენ ბევრ სხვადასხვა პროგრამას შევთავაზებთ, კომპლექსური მიდგომა იქნება თვითონ ნარკოტიკის მომხმარებლების მიმართ, იმისათვის რომ რამენაირად თავი დააღწიონ ამ მძიმე სენს. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ ჩვენი მომავალი თაობა გაიზარდოს ჯანსაღ გარემოში და შესაბამისად ეს ნაბიჯი არის უალტერნატივო“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ინფორმაციისთვის, ნარკოდანაშაულისთვის კანონი მკაცრდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შეუდარებელი სილამაზე გაქვს“ - ანუკი არეშიძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს
🎥 „ყველაზე სიმპათიური კაცი“ - ირაკლი მაქაცარია ახალ კადრებს გვიზიარებს