Digest Logo

ლევან მაჭავარიანი: ბატონი ბობ მეიერი არის ხაზარაძისა და ჯაფარიძის პარტნიორი, ანაკლიის პორტშიც პარტნიორი იყო - ვაშინგტონის საარბიტრაჟოში სარჩელი ბატონმა მეიერმა შეიტანა

1762178268
ლევან მაჭავარიანი

„ბატონი ბობ მეიერი არის ხაზარაძისა და ჯაფარიძის პარტნიორი, ანაკლიის პორტშიც პარტნიორი იყო“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა მედიასთან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ მათი ბიზნესის პარტნიორ ბობ მეიერისთვის გადახდილ თანხებსა და სასამართლო პროცესზე

„ბატონი ბობ მეიერი არის ხაზარაძისა და ჯაფარიძის პარტნიორი. ანაკლიის პორტშიც პარტნიორი იყო. შესაბამისად, საფუძვლიანი ეჭვია იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან ბატონმა ხაზარაძემ და ბატონმა ჯაფარიძემ წააგეს პარიზის საარბიტრაჟო, სადაც სახალხოდ შერცხვენ და გამომჟღავნდა იქ, რომ თურმე, 1,5 მლრდ დოლარი უნდოდათ წაეღოთ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან, შემდეგ უკვე ვაშინგტონის საარბიტრაჟოში ეს სარჩელი შეიტანა ბატონმა მეიერმა, რომ წაგების შემთხვევაში, ვთქვათ, ეს სირცხვილი თავიდან აერიდებინათ ბატონ ჯაფარიძე-ხაზარაძეს, თუმცა ამ შემთხვევაშიც საზოგადოებას შეცდომაში ვერ შეიყვანენ და ყველა ხვდება იმას, რომ ისინი სინქრონში მოქმედებდნენ. უბრალოდ, იქ მომჩივანისა სახელი იყო მეიერი, ნაცვლად ბატონი ხაზარაძის“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.