
„მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოვუწოდებ, რომ იგივე სცენარი არ განვითარდეს, როგორიც მაგალითად ბატონი მაქარაშვილის შემთხვევა იყო, თუ არ ვცდები, რომელმაც მსხვილი თანხა შეაგროვა, რომ თითქოს და ბუჩაში უნდა აეშენებინა საბავშვო ბაღი და ის ბაღი, თვალით არავის უნახავს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, პლატფორმა „ფრი ბიზნესის“ დამფუძნებლის, გიორგი ჩუგოშვილის მხრიდან ფულის შეგროვების მოწოდების შეფასებისას.
„ჯერ რაღაცა პატრიოტული მიზნებით მოგვევლინა ეს პიროვნება, ახლა რაღაცა 20 ლარს ითხოვს. ეს 200 000 ადამიანი საიდან დათვალა ცოტა გასაკვირია, არ ვიცი, გაიაროს რუსთაველზე და დაინახავს, რომ ასობით ადამიანი დგას. ცოტა უცნაური მოთხოვნა არის მისი მხრიდან. თან რაღაცა ბიზნესები ჰყავდა გაერთიანებული, იმ ბიზნესებს რატომ არ სთხოვს მაშინ ფულს? იმ ბიზნესებიდან, შევახსენებთ ჩვენს საზოგადოებას, რომ იქ, „კოკა-კოლადან“ დაწყებული, „პსპ“-თი დამთავრებული აბსოლუტურად ყველა რუსულ ბაზარზე ვაჭრობს ათეულობით მილიონს. ეს რაღაცა ემსგავსება მაგალითად, გიორგი კანდელაკის თემას, რომელმაც თავისთვის NGO-ისთვის ცოტა ხნის წინ მოითხოვა ფული ჩამირიცხეთ, ქირა უნდა გადავიხადოო.
მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოვუწოდებ, რომ იგივე სცენარი არ განვითარდეს, როგორიც მაგალითად, ბატონი მაქარაშვილის შემთხვევა იყო, თუ არ ვცდები, რომელმაც მსხვილი თანხა შეაგროვა, რომ თითქოს, ბუჩაში უნდა აეშენებინა საბავშვო ბაღი და ის ბაღი, თვალით არავის უნახავს. ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს ეს მოთხოვნა“,- აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.