
„ჩვენ არც არაფერს შეგვმატებს, თუ ისინი შემოვლენ პარლამენტში და არც არაფერი არ დააკლდება პარლამენტს, თუ ისინი პარლამენტის მუშაობაში არ მიიღებენ მონაწილეობას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გიორგი გახარიას პარტიის წევრებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, პირველი 12 წევრისთვის მანდატის შეჩერების შემდეგ, საარჩევნო სიაში მყოფ მომდევნო 12 პირს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლონ მანდატებით.
„მათ {გიორგი გახარიას პარტიის წევრებმა} არ მიიღეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა. ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელა საპროცედურო კომიტეტმა და ეს საკითხი დღის წესრიგში დგას. პირველი 12 წევრი დარჩება მანდატის გარეშე. რაც შეეხება შემდეგ 12 წევრს, მათ, რა თქმა უნდა, უფლება ექნებათ, ისარგებლონ ამ მანდატებით, ვინაიდან სია არ არის ჩახსნილი, თუმცა შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
ჩვენ არც არაფერს შეგვმატებს, თუ ისინი შემოვლენ პარლამენტში და არც არაფერი არ დააკლდება პარლამენტს, თუ ისინი პარლამენტის მუშაობაში არ მიიღებენ მონაწილეობას“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.