Digest Logo

ლევან მაჭავარიანი: გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ISFED-ის ხელმძღვანელი სერიოზული ბულინგის ქვეშ იმყოფება

1730355729
ლევან მაჭავარიანი

„უკვე 5 დღე გავიდა არჩევნებიდან. მოვუწოდებთ ISFED-ს, იქნებ რამენაირად გაასაჯაროონ თავიანთი ოფიციალური ანგარიში“, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

მაჭავარიანის თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბულინგის ქვეშ იმყოფება.

„გვახსოვს, რომ 2020 წელს, როდესაც მათ გააყალბეს პარალელური ხმების დათვლა, სულ რაღაც 3-4 საათი დასჭირდათ ამ დოკუმენტის გასაჯაროებისთვის. ახლა კი ვიხილეთ მეორე დღესვე თუ იმ დღესვე მათი განცხადება, სადაც ისინი ამბობენ (და მადლობა მათ ობიექტურობისთვის), რომ პარალელური ხმის დათვლა დაემთხვა ცესკოს შედეგებს, თუმცა მაინც რაღაც ბუნდოვანებას ტოვებენ. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ISFED-ის ხელმძღვანელი იმყოფება სერიოზული ბულინგის ქვეშ, ვინაიდან რეალური, საბოლოო ანგარიში რომ დადოს, ყველასთვის თვალსაჩინო იქნება, რომ ISFED-ი „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ შედეგს დაადასტურებს და, შესაბამისად, ალბათ, ახლა რაღაცების გადაკეთება-გადმოკეთების პროცესში არიან“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.