
„კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველას, ძალიან ფრთხილად იყვნენ, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიცია დაანახვებს მათ რეალურ ძალას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განაცხადა, რომლებსაც 4 ოქტომბრისთვის აწყობენ.
როგორს დეპუტატი აღნიშნავს, ნებისმიერ კანონდარღვევას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„სიტყვა „მშვიდობიანი“ უბრალოდ შეფუთული არის. მათ აქვთ განზრახული ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა, ისევ რევოლუციური გეგმებით არიან დაკავებული. ამაში ჩართულები არიან უცხოური სპეცსამსახურები. როგორც ვხედავთ, საქართველოში დავალებებს ბაჩო ახალაია იძლევა, რომელიც კოორდინაციაშია უცხოეთის სპეცსამსახურებთან.
კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველას, ძალიან ფრთხილად იყვნენ, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიცია დაანახვებს მათ რეალურ ძალას, იმ ადამიანებს ვგულისხმობ, ვინც ეცდება, კანონის ფარგლებს გარეთ გავიდეს“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე.